ADVEX სერვისები

აუდიტი და ფინანსები

ფინანსური აუდიტი

აუდიტის ჩატარებას აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ დამტკიცებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად

ფინანსური ანგარიშგება / IFRS სტანდარტიზაცია

IFRS-თან თავსებადი ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგება (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, კაპიტალის ანგარიშგება, მენეჯმენტის ანგარიში)

მარწმუნებელი საქმიანობა

ვალიდობისა და სიზუსტის დადგენის მიზნით ორგანიზაციის ოპერაციების ან ფინანსური ანგარიშების დამოუკიდებელი, ობიექტური მარწმუნებელი შეფასება

საგადასახადო მომსახურება

საგადასახადო აუდიტი

გასული პერიოდის საგადასახადო აღრიცხვის სრული შემოწმება, გადასახადების დაანგარიშება და შედარება წარდგენილ დეკლარაციებთან
ეკონომიკური ოპერაციების აღრიცხვის შესაბამისობა საგადასახადო კანონმდებლობასთან

საგადასახადო დავების გადაწყვეტა

კომპანიის ინტერესების დაცვა საგადასახადო ორგანოების წინაშე როგორც საგადასახადო დავაში, ასევე საგადასახადო შემოწმების პროცესში
საგადასახადო საჩივრის მომზადება ფინანსთა სამინისტროს სისტემის ყველა ინსტანციაში

საგადასახადო მრჩეველი

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება
კომპანიის საგადასახადო დეკლარაციების და ეკონომიკური ოპერაციების მიმდინარე კონტროლი
წინასწარი გადაწყვეტილების (ATR) მომზადებაში მხარდაჭერა, დოკუმენტების წინასწარი შესწავლა და განხილვა, იდენტიფიკაცია და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების შეფასება
სრული კონსულტაცია, მხარდაჭერა და წარმომადგენლობა ურთიერთშეთანხმების პროცედურის (MAP) ინიცირებაში, რომელიც განსაზღვრულია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო ხელშეკრულებაში

სააღრიცხვო მომსახურება

ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა დისტანციურად

დისტანციური ფინანსური აღრიცხვის განხორციელება, აუთსორსინგის მენეჯერის მხარდაჭერით
დისტანციური საგადასახადო აღრიცხვის განხორციელება, საგადასახადო მენეჯერის მხარდაჭერით
ყოველთვიური / კვარტალური / წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება
ყოველთვიური სარეკომენდაციო რეპორტის მომზადება

ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა სამუშაო ადგილზე

მთავარი ბუღალტერი / უმცროსი ბუღალტერი
ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის განხორციელება, მენეჯერის მხარდაჭერით
ყოველთვიური / კვარტალური / წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება
ყოველთვიური სარეკომენდაციო რეპორტის მომზადება

აღნიშნული მომსახურება ფარგლებში ხდება ჩვენი პროფესიონალი ბუღალტრის ინტეგრირება თქვენი კომპანიის სამუშაო სივრცეში. პროფესიონალიზმთან ერთად, თქვენ სარგებლობთ რეალურ დროში მხარდაჭერით, უწყვეტი თანამშრომლობით და პერსონალური ყურადღების მიღებით თქვენს სააღრიცხვო საჭიროებებზე. ეს მორგებული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს სიზუსტეს, ეფექტურობას და თქვენი ბიზნესის დინამიკის უფრო ღრმა გაგებას